ანაკლიაში ინგლისური ენის კურსები დასრულდა

22.03.2018

Scroll down

 

ანაკლიაში ინგლისური ენის უფასო 3 თვიანი კურსები დასრულდა, კურსებზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი 51 მოსწავლემ მიიღო.

 

 

ინგლისური ენის გაკვეთილები ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტრენინგ-ცენტრის პროექტის ფარგლებში, „მშვიდობის კორპუსი- საქართველოსთან“ თანამშრომლობით ტარდებოდა. გაკვეთილებს „მშვიდობის კორპუსის“ უცხოელი მოხალისეები ატარებდნენ. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განსაკუთრებულ მადლობას უხდის უცხოელ მასწავლებლებს და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულ ყველა ადამიანს.

 

 

პროექტი 2018 წლის 22 მარტს დაიწყო და მასში, პირველ ეტაპზე, 4 სხვადასხვა ჯგუფში ასამდე ადამიანი ჩაერთო.

 

ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სურვილია პროექტი გაგრძელდეს. შესაბამისად, უფასო გაკვეთილები მათთვის 2018 წლის შემოდგომიდან განახლდება.