ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

I ფაზა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

I ფაზა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

I ფაზა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

სტრატეგიული მდებარეობა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

 

  • ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტია. ის აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით. უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, ეს ფაქტორები შეუწყობს ხელს პორტის პროდუქტიულობას, ეფექტურობასა და საიმედოობას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და  გახსნა 2020 წელს იგეგმება. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც საშუალებას მისცემს მას, მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (TEU)  გემები

 

  • საქართველო აბრეშუმის გზის “სარტყელი და გზის“ მარშრუტის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მონაკვეთზე მდებარეობს, ჩინეთსა და ევროპას შორის არსებულ ყველაზე მოკლე მარშრუტზე. ეს მას ტვირთის გადაზიდვის პროცესში მთავარ კარიბჭედ აქცევს  ცენტრალური აზიისა და კავკასიის იმ რეგიონებში, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. ანაკლიის პორტი მოემსახურება ბაზრებს კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), 17-მილიონიანი მომხმარებლით, ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) და ჩრდილოეთ ირანში, ჯამში 147 მილიონი ადამიანით.

 

  • ანაკლია მდებარეობს ძველი სავაჭრო გზის მნიშვნელოვან მონაკვეთზე  და ის წარმოადგენს ახალი აბრეშუმის გზის საკვანძო სატრანსპორტო წერტილს ჩინეთსა და ევროპას შორის. პორტის მდებარეობა, ტექნიკური და ინფრსტრუქტურული შესაძლებლობები, ტვირთის მოზიდვის უმთავრესი მიზეზები იქნება. ამასთან, რეგიონში  „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის მხარდასაჭერად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლოდ, ევროპასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

 

  • 2017 წლის ზაფხულში   SSA Marine-ი  ოფიციალურად გახდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი. SSA Marine-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერმინალ-ოპერატორია, რომელიც 250 სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციაზე ოპერირებს და საუკეთესოა გამოცდილებით და პროდუქტიულობით გამოირჩევა. კომპანიის გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორია ანაკლიის პორტისთვის, იქცეს მთავარ კარიბჭედ ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში.  SSA Marine-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ძირითადი კაპიტალის ინვესტორიცაა.

 

  • მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ჩართულობა პორტის განვითარებაში. ის უზრუნველყოფს უახლეს საგზაო და სარკინიგზო კავშირს ნავსადგურთან. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მოსახლეობის განსახლების პროექტზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელდა. საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, კონსორციუმს პორტი გადაეცა აღნაგობის უფლებით, 52 წლის ვადით, Build-Operate-Transfer-ის (BOT) პრინციპით. ამ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უზრუნველყოფს 330 ჰა სახმელეთო და 225 ჰა საზღვაო ტერიტორიით, რათა კონსორციუმმა განავითაროს, ააშენოს და ოპერირება გაუწიოს მას.  2017 წლის 30 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიიღო მშენებლობის დაწყების ოფიციალური ნებართვა, პირველი ფაზის განსახორციელებლად.

I ფაზა

I ფაზაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამტარუნარიანობა 9.3 მილიონ ტონას მიაღწევს. პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2020 წლისთვის,  რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღება.

 

I ფაზის მახასიათებლები:

 

ნავსადგურის კედელი: 625 მეტრი

 

სიღრმე:  16 მეტრი

 

ნავმისადგომების რაოდენობა: 2

 

კონტეინერების ამწეები: 4-დან 6-მდე

 

RTG ტიპის ამწეები: 12-დან 18-მდე

 

ჯებირი : 1600 მეტრი

 

პორტის ოპერაციების ხანგრძლივობა წელიწადში: 95% +

 

ინტერმოდალური ეზო: 800 მეტრის სიგრძის 10 გზა

 

„ანაკლიის განვითარების კონოსრციუმმა“ დაასრულა პორტის კონცეპტუალურ დიზაინზე მუშაობა და წარადგინა 9 ფაზის გენერალური გეგმა. დიზაინის მიხედვით, ანაკლიის პორტი შეძლებს დაწინაურდეს რეგიონში არსებულ კონკურენტებთან შედარებით, საუკეთესო საგზაო, სარკინიგზო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურითა და ინოვაციური აღჭურვილობით.  პორტს ექნება საშუალება მიიღოს 10 000 კონტეინერიანი (TEU) გემები. პირველი ფაზის განმავლობაში მოხდება 60 ჰა სახმელეთო ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერიმინალის მშენებლობა, რომელიც 900  000 კონტეინერსა და 1.5 მილიონ ტონა ტვირთს დაიტევს.

 

პორტის ყველა (9) ფაზა

 

 

მეცხრე ფაზა – წინასწარი დიზაინი

 

  • ნავსადგურის კედელი: 2 250 მეტრი
  • ჯებირი : 2 940 (ჩრდილოეთი და სამხრეთი)
  • კონტეინერების სადგომები: 7 (59 მილიონი ტონა)
  • მყარი ტვირთის სადგომები:  2 (5 მილიონი ტონა)
  • თხევადი ტვირთის სადგომები: 1 (36 მილიონი ტონა)
  • სრული 9 ფაზა – 100 მილიონი ტონა

 

 

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ექნება ორი ტალღმტეხი და ერთი ნავმისადგომი. მთავარ ნავმისადგომში იქნება 7 საკონტეინერო სადგომი. მყარი ტვირთისთვის განკუთვნილი სადგომები იქნება ჩრდილოეთით არსებულ ტალღმტეხთან, საზღვაო მომსახურების/სანაპირო დაცვის დაწესებულებებთან ერთად. თხევადი ტვირთისთვის განკუთვნილი სამი მისადგომი განთავსებულია სამხრეთ ტალღმტეხზე. როგორც ტრანსპორტირებაზე ზემოქმედების კვლევა ადასტურებს, ცალმხრივი შესასვლელი არხი საკმარისია პორტში გემების გრძელვადიანი ტრაფიკისთვის. მოსაბრუნებლად განკუთვნილი სივრცე მესამე და მეოთხე ნავმისადგომების წინ მდებარეობს, რომლის რადიუსი სრულიად საკმარისია ყველაზე დიდი მოცულობის (10 000 TEU, 300 მ.) მქონე გემების მოსაბრუნებლად.

 

ზემოთ მოცემული სურათი წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახმელეთო დიზაინს. კონტეინერების მართვა  ყველაზე დიდი სივრცეს მოითხოვს. კონტეინერების მოსათავსებლად განკუთვნილი სივრცეები ზუსტად მთავარი ნავმისადგომის კედლის უკან მდებარეობს. თხევადი ტვირთის სანახები მდებარეობს მესამე ინტერმოდალურ ეზოში. მყარი ტვირთის სადგომებს ყველაზე მცირე ტერიტორია ეთმობა, ტერმინალებს შორის. ამ ტერმინალის სანახი სივრცე მდებარეობს RTG ტიპის ამწეებიანი პირველი ტერმინალის გვერდით და ამავე ტერმინალლის სატვირთოებისთვის განკუთვნილი შესასვლელის უკან.