საინვესტიციო შესაძლებლობა

სწრაფი განვითარების ტენდენცია

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წყალობით, საქართველოს ხელი მიუწვდება თურქეთის, დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნების 900 მილიონ ბაზარზე, რომელიც არ ექვემდებარება საბაჟო გადასახადს.

მშპ სტატისტიკა

მაკროეკონომიკური სტაბილურობა

გასულ წლებში, სასაქონლო ფასების ცვლილებისა და რეგიონული ტურბულენტობის ფონზე, ცხადი გახდა საქართველოს ეკონომიკის მოქნილობა.

2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს. მთავრობის მიერ შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 3.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქვეყანას აქვს დივერსიფიცირებული ეკონომიკა, რომლის უმსხვილესი ერთი სექტორის კონტრიბუცია არ აჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ს. საქართველოს ეკონომიკის წამყვანი სექტორებია ვაჭრობა, წარმოება, ტრანსპორტი, ასევე, საკომუნიკაცო და ფინანსური მომსახურება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელი ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ 2022 წლისთვის წლიურ 5%-მდე გაიზრდება.

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საქართველოს გზას უხსნის საერთაშორისო, 2-მილიარდიან ბაზარზე

საქართველოს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი ხელსაყრელ პირობებს უქმნის ინვესტორებს ქვეყნის 3.7 მილიონიან ბაზარზე შემოსასვლელად. გარდა ამისა, იმპორტისა და საბაჟო ტარიფების არარსებობა ინვესტორებს გზას უხსნის რეგიონის სხვა ბაზრებზეც. დღეისათვის საქართველოს ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებაზე როგორც თავის მეზობელ (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი).

2014 წლიდან  საქართველო იზიარებს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს ევროკავშირთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ტარიფებისგან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა აქვს ევროკავშირის ყველა – 28 ქვეყანასთან.

გარდა ამისა, საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თსს-ს შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციასთან, რომელიც წარმოადგენს მაღალ შემსყიდველუნარიან სამომხმარებლო ბაზარს, 14 მილიონიანი მოსახლეობით.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან მსგავსი გარიგება აქვს.

სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით, საქართველო ყველა უცხოელ მოგზაურს სთავაზობს ადვილად ხელმისაწვდომ მომსახურებაზე ორიენტირებულ საბაჟო პოლიტიკასა და ადმინისტრაციულ პროტოკოლს.

თითქმის არ არსებობს საბაჟო გადასახადი და იმპორტირებული საქონლის 90% (რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე) თავისუფალია გადასახადებისგან. საბაჟო დეკლარაციის გაფორმება 15 წუთს მოიცავს, რაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური პროცესია დსთ-ს ქვეყნებში.

 

დაბალი საგადასახადო განაკვეთი

 

საქართველოს საგადასახადო სისტემა გამჭვირვალეა და მოიცავს დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა გაერთიანებულია ერთი საგადასახადო კოდექსის მიხედვით. გადასახადების აკრეფასა და საგადასახადო გარემოს ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს შემოსავლების სამსახური. გადასახადის ადმინისტრირების ყველა პროცედურა და განბაჟების პროცესი ხორციელდება ელექტრონულად.

საქართველოში ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული 5 გადასახადია.

2017 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის ახალი, ზრდაზე ორიენტირებული მოდელი. ამ მოდელში მთავარ ცვლილებას წარმოადგენს კორპორაციული შემოსავლის დაბეგვრის გადავადება წმინდა მოგების განაწილებამდე. ეს ზრდის სახსრების ხელმისაწვდომობას და ახალისებს მოგების რეინვესტირებას იგივე ან ახალ საქმიანობაში. ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლად მიიღო, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება, ეროვნული რეფერენდუმის გარეშე, შემოიღოს ახალი გადასახადები, ან  გაზარდოს არსებული. 2018 წლისთვის საქართველოს აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება 54 ქვეყანასთან.