ვინ ვართ ჩვენ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს საერთაშორისო ბიზნესლიდერთა გუნდს და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებენ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიაN: TBC Holding-ი (საქართველო), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი(ბულგარეთი).

“თიბისი ჰოლდინგი“ (საქართველო) რეგიონული საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიაა. პორტის მშენებლობის ფარგლებში, „თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

ჩვენი ხედვა და მიზნები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხედვაა ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მისი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და ჩინეთს შორის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიზნად ისახავს ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარჯების შემცირებას, რომელიც  ადგილობრივად და მთელ რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობაა.

ჩვენი პარტნიორები

თიბისი ჰოლდინგი (საქართველო) საერთაშორისო საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიაა, რომლის პორტფელური კომპანიები წარმატებით ოპერირებენ სხვადასხვა ბიზნესსექტორში. მათ შორისაა ფინანსური მომსახურება, უძრავი ქონება, განათლება, სოფლის მეურნეობა.  „თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძირითადი პატნიორი, დამფუძნებელი და პროექტების დეველოპერია.

SSA Marine-ი  ერთ-ერთი უმსხვილესი სანავსადგურე ტერმინალის ოპერატორია მსოფლიოში, რომლის სათაო ოფისი სიეტლში (აშშ) მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიული ლოკაციაზე მუშაობს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. SSA Marine-ი მთელ მსოფლიოში 75 მილიონზე მეტ მშრალ ტვირთს ამუშავებს, ახდენს საკრუიზო გადაყვანებს მექსიკასა და ამერიკაში, ხოლო ამერიკაში 30-ზე მეტ პირველი კლასის ინტერმოდალურ სარკინიგზო მაგისტრალს უწევს ექსპლუატაციას.

Wondernet Express-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმინობა ექსპორტ-იმპორტის ტრანსპორტირება, ტვირთის რკინიგზის საშუალებით გადაზიდვა და სხვა ტიპის სატრანზიტო გადაზიდვებია დსთ-ს ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში, კონკრეტულად კი საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ესტონეთში.

G-Star Ltd-ი, რომლის სათაო ოფისიც ბულგარეთში მდებარეობს, არაერთ შვილობილ კომპანიას ფლობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. G-Star Ltd-ი, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ოპერირებს, რომელთა შორისაა საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ოპერაციები და ინვესტიციები უძრავი ქონების სფეროში.

პროექტის სხვა მონაწილეები

Maritime & Transport Business Solutions (MTBS) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, საერთაშორისო საფინანსო, საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე საკონსულტაციო კომპანიაა. MTBS-ი უზრუნველყოფს მაღალი დონის საექპერტო მომსახურებას პორტის დაგეგმარებაში, ტრაფიკის პროგნოზირებაში, PPP-ის განხორციელებაში, საკონტეინერო ტერმინალის ტრანზაქციებში და ფინანსების მოზიდვასა და შეფასებაში. MTBS-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად მოამზადა სატრანსპორტო სრულმასშტაბიანი კვლევა და პორტის გენერალური გეგმა. კომპანიამ კონსორციუმს გაუწია ფინანსური კონსულტაცია.

Van Oord-ი მსოფლიოს ტოპ-სამეულის წევრი, 150-წლიანი გამოცდილების მქონე საზღვაო-საინჟინრო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელი კომპანიაა. მან განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  წინასამშენებლო სამუშაოები და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რაც მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მუშაობის გეგმა და დეტალური სამუშაო გრაფიკი, ბათიმეტრიული და გეოფიზიკური შესწავლა, ტოპოგრაფიული და საჰაერო რუკების შედგენა, სანაპირო მონაცემთა შეგროვება, ქვენიადაგის გეოტექნიკური შესწვლა; შუალედური  კვლევები და დაკვირვება.

Royal HaskoningDHV, წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და პროექტების მართვის კომპანიაა, რომელიც უზრუნვეყოფს მომსახურებას საავიაციო, სამშენებლო, ენერგეტიკის, მრეწველობის, ინფრასტრუქტურის, საზღვაო, სამთო, სატრანსპორტო და წყლის სფეროებში. ასევე, ურბანული და აგრარული სივრცეების განვითარებაში.

Moffatt & Nichol-ი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 36 ფილიალს ფლობს. კომპანია მუშაობს საზღვაო ტერმინალის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკის, გარემოსდაცვითი, ფედერალური და ურბანული განვითარების მიმართულებით მთელ მსოფლიოში. Moffatt & Nichol-მა მოამზადა ანაკლიის ღმრაწყლოვანი პორტის პროექტის წინასწარი დიზაინი (საზღვაო და მიწის ლანდშაფტური დიზაინების კომბინაციით), რომელიც დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობას გადაეცა.

სამეთვალყურეო საბჭო

რ. მაიკლ ქაუგილი
ბატონი ქაუგილი უკვე 21 წელია საქართველოში მოღვაწეობს. იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ენერგეტიკისა და მრეწველობის მართვის საკონსულტაციო ფირმის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. მას გააჩნია 42 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში 40 ქვეყანაში ენერგეტიკისა და განათლების სექტორებში ყველა ფაზის პროექტების მართვის გამოცდილება პროექტის/ მშენებლობის მენეჯმენტზე ფოკუსირებით; ასევე გამოცდილება გარემოსდაცვითი, რეგულატორული ჩარჩოს და სტრატეგიული ანალიზის, ოპერაციული რისკების მართვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და გლობალური ბიზნეს განვითარების მიმართულებებით. 1999-2003 წლებში ბატონი ქაუგალი იყო საქართველოს მთავრობის მრჩეველი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ნავთობი) და სამხრეთ კავკასიის (ბუნებრივი აირი) მილსადენების პროექტების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობას უწევდა სტრატეგიულ, რეგულატორულ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ბატონი ქაუგალი არის რამდენიმე სამეთვალყურეო საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს, ასევე საზედამხედველო კომიტეტის წევრი. იგი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ფლობს მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს კანზასის უნივერსიტეტიდან, ასევე ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხს ბერკლის უნივერსიტეტიდან, ხოლო ამჟამად არის დოქტორის ხარისხის კანდიდატი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში.
მეტის ნახვა
თედ ჯონასი
ბატონმა ჯონასმა იურიდიული განათლება და საადვოკატო პრაქტიკის უფლება მიიღო ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, აშშ. თავისი 35-წლიანი გამოცდილებით, ბატონი ჯონასი შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოში. 2005-2014 წლებში იგი იყო საერთაშორისო იურიდიული ფირმის „DLA Piper საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, ხოლო ამჟამად არის „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ბატონ ჯონასს ნამუშევარი აქვს საქართველოში მსხვილ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ნავთობის მილსადენების, ელექტროენერგიის გადამამუშავებელი საწარმოების, პორტებისა და სატვირთო ტერმინალების პროექტებზე. მისი კლიენტები მოიცავს დეველოპერებსა და პროექტის დამფინანსებელ მხარეებს, მათ შორის მრავალმხრივ და სუვერენულ განვითარების ბანკებს. 1992 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო პრაქტიკის დაწყებამდე, ბატონი ჯონასი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე და დახმარებას უწევდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ორ წევრს. იგი არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მოქალაქე, ფლობს ქართულ ენას და უკვე მრავალი წელია ცხოვრობს თბილისში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს გარდა, ბატონი ჯონასი არის საქართველოს უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტისა“ და გერმანული საკონსერვაციო ტრასტის - „კავკასიის ბუნების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ეს უკანასკნელი ემსახურება სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას. ბატონმა ჯონასმა 1984 წელს მოიპოვა ისტორიის ბაკალავრის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში და 1991 წელს სამართლის დოქტორის ხარისხი (J.D., cum laude) კორნელის სამართლის სკოლაში.
მეტის ნახვა
ჟან-პატრიკ ვუაზა
ბატონი ვუაზა არის კერძო ინვესტიციებში სპეციალიზებული ფრანგული ფინანსური ჰოლდინგის, „Concorde Capital“-ის (სათაო ოფისით პარიზში) პრეზიდენტი. 1980 წლიდან ბატონ ვუაზას ეკავა აღმასრულებელი და სამეთვალყურეო პოზიციები სხვადასხვა კომპანიებში სამშენებლო, ჯანდაცვისა და ფინანსურ სფეროში - საფრანგეთში, შვედეთში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. ბატონი ვუაზა ფლობს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხს ESSEC-ის ბიზნეს სკოლიდან. ამჟამად, ბატონი ვუაზა არის ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანიის - „Magnisense SE-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჰოლანდიური „GRDC BV-ის“ (საინვესტიციო კომპანია, რომელიც ფლობს აქტივებს საქართველოში) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ასევე საქართველოში მოქმედი „ახალი სამშენებლო კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბატონი ვუაზა საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეა.
მეტის ნახვა
ბობ მეიერი
ბობ მეიერი ADC-ს აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2017 წლიდან. მას შემდეგ მას წვლილი შეაქვს პროექტის განვითარებაში, როგორც გამოცდილ და დიდი ხნის ინვესტორს (მათ შორის საქართველოში). ბატონი მეიერი აგრეთვე გახლავთ GRDC-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი, ასევე მისი თავმჯდომარე 2004 წლიდან, ანუ დაარსების დღიდან. ბატონი მეიერი კერძო ინვესტორია, ის გახლავთ ამსტერდამში დაფუძნებული, კერძო ინვესტიციების მართვისა და საკონსულტაციო კომპანიის, Venture Capital Investors V.C.I.B.V.-ს უფროსი პარტნიორი და ორი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი. ჯგუფმა სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით განახორციელა მრავალი კერძო ინვესტიცია ევროპაში, ამერიკასა და განვითარებად ბაზრებში, მათ შორის - მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების დეველოპერების მსხვილი პორტფელების შერწყმაში ევროპასა და რუსეთში. ბატონი მეიერი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს 1992 წლიდან, ის ხელმძღვანელობდა მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანია "ბორჯომის" დაფინანსებასა და რესტრუქტურიზაციას, რომელიც ამჟამად საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ საექსპორტო საწარმოს წარმოადგენს. ვიდრე 1980 წელს VCI-ს დააფუძნებდა, ბატონი მეიერი იყო Risico Kapitaal Nederland B.V.-ის დირექტორი - პირველი ჰოლანდიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ჰოლანდიის შვიდი წამყვანი კომერციული ბანკის მიერ შეიქმნა და ფინანსდებოდა. 1975 წელს Risico Kapitaal Nederland–ში მუშაობის დაწყებამდე, ბატონი მეიერი Amro Bank-ის საკრედიტო განყოფილებაში მუშაობდა. ამავდროულად, ბატონი მეიერი, რომელიც უტრეხტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს ფლობს, დაინიშნა უტრეხტის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად. 1970 წლიდან 1975 წლამდე ბატონი მეიერი ლექციებს კითხულობდა კორპორატიული დაფინანსების თემაზე და დაწერა წიგნი კოეფიციენტების ანალიზის შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულია Amro Bank-ის მიერ და ამჟამად მე–9 გამოცემით გამოდის. 1978 წელს, ბატონმა მეიერმა შექმნა ევროპული განვითარების კაპიტალის კორპორაცია (EDCC), ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი. 1984 წელს ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე განხორციელდა EDCC აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), სადაც Amro ბანკი და NMB ბანკი მონაწილეობდნენ, როგორც ანდერრაიტერები. EDCC-ის დაარსების დღიდან 1996 წლამდე ბატონი მეიერი გახლდათ მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1986 წლიდან 1990 წლამდე ბატონი მეიერი იყო უმსხვილესი ჰოლანდიური ელექტრო და სატელეფონო კაბელების მწარმოებლის - NKF-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, იყო უძრავი ქონების კომპანია St. Petersburg Property Co. NV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 1999 წლამდე - Georgian Glass and Mineral Water Co. N.V.--ის საბჭოს თავმჯდომარე.
მეტის ნახვა
დიმიტრი აბდუშელიშვილი
ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2017 წლიდან და წარმოადგენს აქციონერ კომპანიას Wondernet Express LLP, რომლის ძირითადი საქმიანობაა ექსპორტ-იმპორტის და სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირება და კომპლექსური საექსპედიტორო მომსახურება სარკინიგზო და ტრანსპორტირების სხვა საშუალებებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად კი დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე. ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი არის შპს Corbet Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, (ტაშკენტი, უზბეკეთი). იგი პასუხისმგებელია კომპანიის ბიზნესისა და ორგანიზაციული საქმიანობის განვითარებაზე და წარმართავს მოლაპარაკებებს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან, მათ შორის ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან - საქართველოს რკინიგზასთან და ჩიმკენტის, ფერგანას და ბუხარას გადამამუშავებელ ქარხნებთან. სანამ დაიკავებდა თანამდებობას Corbet-ში, იგი იყო კომპანია Silk Road-ის (უზბეკეთი) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მართავდა ლოჯისტიკას, მთავრობასთან და კერძო სააგენტოებთან ურთიერთობას და ბიზნესის განვითარებას. მისი წინა გამოცდილება დიპლომატიურ სფეროს უკავშირდება, ის იკავებდა ეკონომიკური მრჩეველის თანამდებობას საქართველოს საელჩოში უზბეკეთში, თავისი კარიერა მან დაიწყო ანალიტიკოსის თანამდებობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი საკრედიტო პოლიტიკის დეპარტამენტში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე.
მეტის ნახვა

მენეჯმენტი

ლევან ახვლედიანი
ლევან ახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორად 2014 წლის სექტემბრიდან მუშობს, პროექტის განვითარებაში კი 2013 წლიდანაა ჩართული. 10 წლიანი გამოცდილებით კორპორაციულ და საპროექტო ფინანსებში, ახვლედიანი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ხელმძღვანელის თანამდებობას „თიბისი ჰოლდინგში“ (საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკთან, თიბისი ბანკთან ასოცირებული კომპანია) შემავალ არაერთ კომპანიაში. ის იყო „თიბისი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი. იქამდე კი იკავებდა ინევსტიციების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებულ საინვესტიციო ფონდ „Gazelle Finance-ში“. ის იყო მმართველი დირექტორიც და თანადამფუძნებელი კომპანიისა „Kagri Ltd. Hong Kong-ი“, რომლის მუშაობის სფეროც დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო საქონლით ვაჭრობაა სამხრეთა-ღმოსავლეთ აზიაში. „Kagri Ltd. Hong Kong-ამდე“ ახვლედიანი მართავდა ფინანსურ დეპარტამენტს „თიბისი ჰოლდინგის“ კუთვნილ საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიაში (GRDC), სადაც მან დიდი გამოცდილება მიიღო კაპიტალის ფორმირების, პროექტების ფინანსირების, უძრავი ქონების პროექტების განვითარებისა და აქტივების მართვის სფეროებში. GRDC-ში თანამდებობის დაკავებაბმდე ლევან ახვლედიანი იყო „New Construction Company-ი“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. ლევან ახვლედიანი ფლობს The George Washington University-ის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.
მეტის ნახვა
ქეთი ბოჭორიშვილი
ქეთი ბოჭორიშვილი „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორად 2017 წლიდან მუშაობს. მას მენეჯმენტის სფეროში 17-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 7 წელი საქართველოს საჯარო სექტორში უფროსი აღმასრულებლის თანამდებობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 4 მინისტრის მმართველობის პერიოდში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ეკონომიკურ პოლიტიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ექსპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას, ტურიზმის განვითარებასა და სარეკლამო კამპანიებს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე. ქეთი ბოჭორიშვილის გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რაც გულისხმობდა მაღალბიუჯეტიანი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას. ბოჭორიშვილი ფლობს SDA Bocconi School of Management-ის (მილანი, იტალია) საერთაშორისო საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში. იგი მონააწილეობდა სხვადასხვა გაცვლით ინტერკულტურულ პროექტში. Georgetown University-ის (აშშ), Iacocca Institute-სა (აშშ) და Charles University-ის (ჩეხეთი) პროგრამებში მონაწილეობით მან სამეწარმეო გამოცდილება და განათლება აიმაღლა. როგორც სს "ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ბოჭორიშვილი მიზნად ისახავს სპეციალური ეკონომიკური ზონისა და ქალაქ ანაკლიის განვითარებას, რომელიც ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას მოჰყვება. ქალაქისა და ეკონომიკური ზონის პროექტი მოიცავს ეკონომიკურ კლასტერებს, როგორიცაა ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი და სხვა.
მეტის ნახვა
რონი სოლბერგი
რონი სოლბერგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მშენებლობის მართვის აღმასრულებელ დირექტორად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. მას სხვადასხვა სამეწველო ბიზნეს-კომპანიასა და სამშენებლო პროექტში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სოლბერგმა კარიერა ნორვეგიის სამეფო ფლოტში დაიწყო, სადაც სხვადასხვა ტიპის გემებზე მთავარი ინჟინრის პოზიციას იკავებდა. ის იყო აღმასრულებელი დირექტორი კომპანია „DaimlerChrysler Rail Systems-ში“ (ნორვეგია), რომელიც მაღალსიჩქარიანი მატარებლების შექმნაზე მუშაობს და იკავებდა იგივე თანამდებობას „Eltel Networks-ში“ (ნორვეგია), რომელიც გადამცემი ხაზებისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროშია ჩართული. ის ასევე იყო „Clemens Kraft-ის“ აღმასრულებელი დირექტორი, სადაც ხელმძღვანელობდა ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განვითარებას. 2015 წლიდან სოლბერგი „Adjaritsqali Georgia-ს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ხელმძღვანელობდა, რომლის ინვესტიციაც 416 მილიონ დოლარს შეადგენს. რონი სოლბერგს აქვს Norwegian Technical University-ის მაგისტრის ხარისხი მექანიკური ინჟინრის მიმართულებით და Trondheim Economical University-ის ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში.
მეტის ნახვა
ზურაბ ფიჩხაია
ზურაბ ფიჩხაია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2015 წლის ნოემბერში შეუერთდა, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით. იქამდე იგი თიბისი ბანკში რისკების მართვის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და საწარმოო რისკების მართვასა და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას ხელმძღვანელობდა. ფიჩხაია ასევე მუშაობდა თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილედ, სადაც მის მოვალეობებში შედიოდა ბანკის ფინანსური რისკის მენეჯმენტის ზედამხედველობა, მომგებიანობის ანალიზი და ანგარიშგების ფუნქციები. კარიერის საწყის ეტაპზე, ფიჩხაია იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საკრედიტო, სადაზღვეო და შიდა აუდიტის სფეროებში “VTB Bank Georgia-ში“, „Bank Republic Société Générale Group-ში“ და „PrivatBank Georgia-ში“. ზურაბ ფიჩხაია ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკის განხრით და მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. ის ასევე
მეტის ნახვა
ვანდა კაკიაშვილი
ვანდა კაკიაშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2016 წლის იანვარში შემოუერთდა პოზიციაზე - დირექტორი იურიდიულ საკითხებში. მანამდე 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ბანკში - „თიბისი ბანკში“, სადაც კარიერა უფროსი იურისტის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ კი დაწინაურდა და მთავარი იურისტის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. „თიბისი ბანკში“ ვანდა კაკიაშვილმა იმუშავა სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებულ არაერთ ტრანზაქციაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, „თიბისი ბანკის“ ფასიანი ქაღალდების პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლის ივნისში. ვიდრე „თიბისი ბანკის“ გუნდს შეუერთდებოდა, ვანდა კაკიაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მანამდე კი იკავებდა იურიდიული მრჩეველის თანამდებობას USAID-ის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტში, რომლებიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სამართლებრივ და მარეგულირებელ რეფორმებზე. ვანდა კაკიაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები; ასევე ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU, უნგრეთი) სამართლის მაგისტრის ხარისხს.
მეტის ნახვა
Scroll down