ქალაქი ანაკლია

სპეციალური ეკონომიკური ზონა

ქალაქი ანაკლია

სპეციალური ეკონომიკური ზონა

ქალაქი ანაკლია

სპეციალური ეკონომიკური ზონა

ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა

ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებასთან ერთად განვითარდება. ის შეავსებს პორტის საქმიანობას და ხელს შეუწყობს მისი,   როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტის განვითარებას. ქალაქი ანაკლია, სეზ-ი და ღრმაწყლოვანი პორტი ერთიანად მოიაზრება, როგორც რეგიონული ბიზნესჰაბი, მნიშვნელოვანი სავაჭრო და ლოგისტიკური კვანძი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.

სპეციალური ეკონომიკრი ზონის სტატუსის და მისი შესაძლებლობების წყალობით,  ანაკლია სითი იქცევა რეგიონულ ბიზნეს-ლოკაციად საერთაშრისო კომპანიებისთვის, რომელთა სურვილიც  იქნება ანაკლიის სტრატეგიული მდებარეობიდით კაპიტალის გაზრდა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ანაკლიის ქალაქგანვითარების კონცეფციაზე და ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის მარეგულირებელ ჩარჩოებზე.

„სს ანაკლია სითი“ მზადაა დაამყაროს კავშირი პოტენციურ ინვესტორებსა და კლიენტებთან, რომელთაც სურთ საკუთარი დაწესებულებების ამ ტერიტორიაზე განთავსება, იქნება ეს სატრანსპორტო თუ ლოგისტიკური კომპანიები, სამრეწველო თუ ჯანდაცვის დაწესებულებები. ასევე, საცხოვრებელად და კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების დეველოპერები, საგანმანათლებლო კომპანია/ინსტიტუტები და ფინანსური კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ფინანსური ცენტრის განვითარებაში.

სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი მიმოხილვა

სს ანაკლია სითის მიზანია, განავითაროს ქალაქის მასშტაბის მქონე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, შემდეგი მახასიათებლებით:

მშენებლობისთვის განკუთვნილი 2000 ჰა ტერიტორია

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი

ე.წ. ჭკვიანი და მწვანე ქალაქების კონცეფციების გამოყენება

საწყის ეტაპზე 400 ჰა. ტერიტორია მსუბუქი მრეწველობისა და ლოგისტიკური კლასტერების განვითარებისთვის

სრულად ინტეგრირებული ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურასთან, ასევე სახელმწიფო საგზაო და სარკინიგზო ქსელებთან

საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ანაკლიიდან 90 კილომეტრზე ნაკლები მანძილით იქნება დაშორებული

მსუბუქი სამრეწველო კლასტერების მუშაობა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგელბონ საქართველოს სავაჭრო რეჟიმებით, კონკურენტუნარიანი საწარმოო ფასებით და მიმზიდველი ბიზნესგარემოთი

ლოგისტიკური კლასტერები ხელს შეუწყობს ანაკლიის პორტს, გაიმყაროს ადგილი ევროპისა და აზიის სავაჭრო გზებზე და იქცეს რეგიონული გადაზიდვის ცენტრად

გადამზადებისა და განვითარების კლასტერები გაამყარებს ანაკლიის კონკურენტუნარიანობას წარმოებისა და ბიზნესის მიმართულებით, რეგიონული მოთამაშეებისა და ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის

ფინანსური ცენტრი – „სს ანაკლია სითის“ მიზანია ანაკლიის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად გადაქცევა, კავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონებში

ტურიზმი, გასართობი ინდუსტრია და უძრავი ქონება – ეს კომპონენტები შეავსებს ბიზნეს კლასტერების განვითარებას და  ანკლიას რეგიონის ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს.