„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) იღებს პასუხისმგებლობას, პროექტის განვითარება განხორციელდეს გარემოსდაცვითი და სოციალური ნორმების მიხედვით. ამ მიზნის წარმატებით შესასრულებლად ADC-ის მენეჯმენტი მზადაა:
• დაემორჩილოს ყველა კანონსა და რეგულაციას და დაიცვას ეროვნული, საერთაშორისო და Good International Industry Practice-ის სტანდარტები. გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები გათვალისწინებული იქნება ბიზნესოპერაციების (შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის ჩათვლით), ფინანსური, ექსპლუატაციური, აქტივების მართვისა (მდგრადობის პრინციპები) და დაგეგმვითი პროცესების დროს. განხილული იქნება ის გონივრული და პრაქტიკული საშუალებები, რომლებიც შეესაბამება ინდუსტრიულ საქმიანობასა და საზოგადოებრივ რეგულაცია-სტანდარტებს;
• მიჰყვეს დაბინძურების პრევენციის ინსტრუქციებს პროცედურებისა და აქტივობებისას და შეინარჩუნოს მზადყოფნის მაღალი დონე. გარემოსდაცვითი და სოციალური ღონისძიებების მუდმივი გაუმჯობესებით, შეამციროს და თავი აარიდოს საკუთარი საქმიანობით გარემოზე ზემოქმედებას;
• იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაადგენს და შეამცირებს ნახშირბადის კვალს და იმუშავებს ნახშირბადისგან სრულიად თავისუფალი პორტის შესაქმნელად. ნარჩენების მართვის იერარქიის შექმნით, ხელს შეუწყობს ნარჩენების განთავსების შემცირებას და წაახალისებს მის გადამუშავებასა და ხელახალ გამოყენებას;
• განახორციელოს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვისა და მონიტორინგის პროგრამები, რათა შეამციროს ADC-ის საქმიანობიდან გარემოზე ზეგავლენა. უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის მუდმივს განახლებას და ხელმისაწვდომობას პორტის ყველა თანამშრომლისთვის, კონტრაქტორებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
• უზრუნველყოს, რომ თითოეული თანამშრომელი, კონტრაქტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია პორტის განვითარებაში, სათანადოდაა მომზადებული და აცნობიერებს მოვალეობას, სწორედ მართოს გარემოზე ზეგავლენა და ამით შეესაბამებოდეს ADC-ის პროცედურებსა და მენეჯმენტის გეგმებს. დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის მიხედვით, მუდმივად ჰქონდეს ურთიერთობა მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თემებისა და საზოგადოების წევრებთან, ასევე, ყველა დაინტერესებულ პირთან;
• განათავსოს ყოველწლიური კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში ADC-ის ვებსაიტზე, რათა ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია კომპანიის გარემოსდაცვით და სოციალურ საქმიანობაზე. ADC-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა მოიცავს ყველა იმ აქტივობას, მომსახურებასა და საოფისე საქმიანობას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის განვითარების პროექტს. ეს პოლიტიკა არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ადგენს ADC-ის გარემოსდაცვით და სოციალურ მისწრაფებებსა და მიზნებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს.
• ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა შეადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და 2017 წლის 30 ოქტომბერს მოიპოვა მშენებლობის ნებართვა. გარდა ამისა, ADC-ი ამზადებს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელიც სრულად შეესაბამება IFC-სა და EBRD- ის საქმიანობის სტანდარტებს. ADC-მა უკვე შექმნა გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა ISO 14001 სტანდარტების შესაბამისად.
ანგარიშში წარმოდგენილია გზშ-ის პროცესის შედეგები. გზშ-ის პროცესი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება პროექტი გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებს. ამასთანავე, ის აჩვენებს მდგრადი განვითარებისა და პროექტის სანდოობას გარემოსდაცვით საკითხებში.
გზშ-ის პროცესი უზრუნველყოფს შემდეგი გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას:
საქართველოს მარეგულირებელი მოთხოვნები, 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ, რომლის მიხედვითაც პროექტმა მიიღო მშენებლობისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევის სივრცე, ანუ, გავლენის სფერო (AoI), მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც პროექტის განხორციელებამ შეიძლება მოახდინოს გარემოზე პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა. ის ასევე მოიცავს პროექტის პოტენციურ კუმულატორულ ეფექტს, ან გავლენას ანაკლიის ფართო არეალში შემოთავაზებულ სხვა გეგმებსა და პროექტებზე.
AOI შეიძლება განსხვავდებოდეს გარემოს თითოეული რეცეპტორის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში იგი მხოლოდ პორტის პირველი ფაზის ტერიტორიას მოიცავს (ნიადაგი, გეოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ბიომრავალფეროვნება და სხვა), მაშინ, როდესაც სხვა გავლენის სფერო (AOI) შეიძლება გავრცელდეს უფრო შორს, რაც გამოწვეული იქნება პორტის უფრო ფართო ტერიტორაზე გავრცელებულ ეფექტებზე (მაგალითად ზღვის წყლის ხარისხი, ზღვის ძუძუმწოვრები, ორნიტოლოგია და სხვა).
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და გსმს-ს ამოცანაა, შეადგინოს ADC-ის გეგმებსა და პროცედურებთან შესაბამისი ყოვლისმომცველი სქემა, რომელიც თანხვედრაშია გარემოსდაცვით და სოციალურ მიზნებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან, IFI -ს კრედიტორების მოთხოვნებთან და ISO 14001-თთან (ეკვივალენტურ სტანდარტიზაციის მართვის სისტემასთან).
გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა ინტეგრირებული იქნება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ბიზნესმოდელთან, რათა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების და ზემოქმედების ყოველდღიურ მართვას ხელი შეეწყოს, იყოს ადაპტირებადი და მუდმივად გაუმჯობესდეს. გსმს უზრუნველყოფს ADC-ის თემატური მართვითი გეგმების შეთანხმებასა და ინტეგრირებას რელევანტური მესამე მხარის მართვის სისტემებსა და თემატური მართვის გეგმებთან, მათ შორის, მშენებლობის კონტრაქტორებთან და საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორთან (CTO).