ჩინეთის განვითარების ბანკი “ანაკლიის პორტის” პროექტით ინტერესდება

11.12.2017

Scroll down

11 დეკემბერს “თიბისი ჯგუფის’’ წარმოადგენლები  ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ჯენ ჯძიეს და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და მისი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელობაც განიხილეს.
ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აბრეშუმის გზაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და მისი საკვანძო როლის გამო.

CDB-ის პრეზიდენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე სამუშოდ სპეციალური ჯგუფი გამოყო, ხოლო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ჩინეთში შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.

„ჩინეთის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, ისევე როგორც მათი ინტერესი ანაკლიის პროექტის მიმართ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბურობას და მის პერსპექტივებს“, – აცხადებს თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.