ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე 

29.11.2017

Scroll down

 

 

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილეს,, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია იყო.

 

 

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განიხილეს,  როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. ანაკლიის პროექტის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის წინარე ხელშეკრულებებს გააფორმესნ ტრანს-კასპიური დერეფნის პორტებთან; ორმხრივი შეხვედრები გამართეს ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

 

 

28 ნოემბერს ფორუმის ფარგლებში ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიები ბაქოსა და კურიკის (ყაზახეთი) პორტებთან გააფორმება. მსხვილი პორტების შეთანხმება რეგიონული დერეფნის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

 

რეგიონში აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფნის კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის, რუმინული კონსტანცას პორტის ხელმძღვანელებთან ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა მოლაპარაკება გამართა. კონსტანცას პორტის გენერალური მენეჯერი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად 27 ნოემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ესტუმრა, პროექტს გაეცნო და საერთაშორისო დერეფნის შესაძლბელობები განიხილა.

 

 

28 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის დისკუსიაზე “ანაკლია, როგორც ახალი ლოგისტიკური ცენტრი საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტაციის, წარმოებისა და ვაჭრობისთვის” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანმა წარადგინა.

 

 

29 ნოემბერს  ფორუმზე „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვიმა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტი და მისი, როგორც ევროპის, შუა აზიისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის  პოტენციალი წარადგინა.

 

 

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუში 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და 1000-მდე დელეგატი, მათ შორის პრემიერ-მინისტრები მიიღებენ მონაწილეობდა.

 

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა და ანაკლიაში პირველი გემების მიღება 2021 წელს იგეგმება.