ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობაში ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია „Hatch“ ჩაერთო

23.01.2019

Scroll down

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდი ანაკლიის პორტში გარემო და სოციალური ზემოქმედების პროცესებზე მუშაობას აგრძელებს. მათ სამუშაოების წარმატებულად წარმართვაში ამიერიდან ბრიტანული კომპანია „Hatch“-ის ექსპერტები დაეხმარებიან. კომპანია „Hatch“ კონსორციუმის გუნდსა და კიდევ ორ დიდ საერთაშორისო  კომპანია „როიალ ჰასკონინგთან“ და „ეკოლაინთან“ ერთად  დაასრულებენ მუშაობას გარემო და სოციალური ზემოქმედების ანგარიშზე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო სტანდარტს იცავს და მისი პარტნიორებიც საუკეთესო ამერიკული და ევროპული კომპანიებია. “Hatch” ბრიტანული კომპანიაა, რომელიც ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინვესტირების სფეროებში მუშაობს. კომპანიის გლობალურ ქსელს ოფისები მსოფლიოს 150 ქვეყანაში აქვს და 9000 პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული.

 

„ანაკლიის განვიათრების კონსორციუმმა“ უკვე წარმატებით გაიარა საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებთან  მოლაპარაკების მნიშვნელოვანი პროცესი და ანაკლიის პორტის გარემო და სოციალური ზემოქმედების ანაგრიში (ESIA) საზოგადოებასა და ფინანსურ ინსტიტუტებს განსახილველად უახლოეს მომავალში წარუდგენს.