I ფაზაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამტარუნარიანობა 9.3 მილიონ ტონას მიაღწევს. პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2020 წლისთვის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღება.
I ფაზის მახასიათებლები:
ნავსადგურის კედელი: 625 მეტრი
სიღრმე: 16 მეტრი
ნავმისადგომების რაოდენობა: 2
კონტეინერების ამწეები: 4-დან 6-მდე
RTG ტიპის ამწეები: 12-დან 18-მდე
ჯებირი : 1600 მეტრი
პორტის ოპერაციების ხანგრძლივობა წელიწადში: 95% +
ინტერმოდალური ეზო: 800 მეტრის სიგრძის 10 გზა
„ანაკლიის განვითარების კონოსრციუმმა“ დაასრულა პორტის კონცეპტუალურ დიზაინზე მუშაობა და წარადგინა 9 ფაზის გენერალური გეგმა. დიზაინის მიხედვით, ანაკლიის პორტი შეძლებს დაწინაურდეს რეგიონში არსებულ კონკურენტებთან შედარებით, საუკეთესო საგზაო, სარკინიგზო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურითა და ინოვაციური აღჭურვილობით. პორტს ექნება საშუალება მიიღოს 10 000 კონტეინერიანი (TEU) გემები. პირველი ფაზის განმავლობაში მოხდება 60 ჰა სახმელეთო ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერიმინალის მშენებლობა, რომელიც 900 000 კონტეინერსა და 1.5 მილიონ ტონა ტვირთს დაიტევს.
მეცხრე ფაზა – წინასწარი დიზაინი
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ექნება ორი ტალღმტეხი და ერთი ნავმისადგომი. მთავარ ნავმისადგომში იქნება 7 საკონტეინერო სადგომი. მყარი ტვირთისთვის განკუთვნილი სადგომები იქნება ჩრდილოეთით არსებულ ტალღმტეხთან, საზღვაო მომსახურების/სანაპირო დაცვის დაწესებულებებთან ერთად. თხევადი ტვირთისთვის განკუთვნილი სამი მისადგომი განთავსებულია სამხრეთ ტალღმტეხზე. როგორც ტრანსპორტირებაზე ზემოქმედების კვლევა ადასტურებს, ცალმხრივი შესასვლელი არხი საკმარისია პორტში გემების გრძელვადიანი ტრაფიკისთვის. მოსაბრუნებლად განკუთვნილი სივრცე მესამე და მეოთხე ნავმისადგომების წინ მდებარეობს, რომლის რადიუსი სრულიად საკმარისია ყველაზე დიდი მოცულობის (10 000 TEU, 300 მ.) მქონე გემების მოსაბრუნებლად.
ზემოთ მოცემული სურათი წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახმელეთო დიზაინს. კონტეინერების მართვა ყველაზე დიდი სივრცეს მოითხოვს. კონტეინერების მოსათავსებლად განკუთვნილი სივრცეები ზუსტად მთავარი ნავმისადგომის კედლის უკან მდებარეობს. თხევადი ტვირთის სანახები მდებარეობს მესამე ინტერმოდალურ ეზოში. მყარი ტვირთის სადგომებს ყველაზე მცირე ტერიტორია ეთმობა, ტერმინალებს შორის. ამ ტერმინალის სანახი სივრცე მდებარეობს RTG ტიპის ამწეებიანი პირველი ტერმინალის გვერდით და ამავე ტერმინალლის სატვირთოებისთვის განკუთვნილი შესასვლელის უკან.