17 იანვარს ლონდონში „ანაკლია სითიმ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Law Society of England and Wales – თან, რომელიც ქალაქ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის იურიდიული გარემოს ჩამოყალიბების პროცესის კონსულტანტი და „ანაკლია სითის“ სტრატეგიული პარტნიორი იქნება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და UK Law Society- ის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და მაიკლ ლოურენსი, ხოლო მემორანდუმზე ხელი „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და Law Society-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ გრინმა მოაწერეს.
UK Law Society არის იურისტთა პროფესიული ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1825 წელს და აერთიანებს დაახლოებით 180 000 წევრს. ასოციაციის მიზანია ეფექტური, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იურიდიული გარემოს უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ LSEW ხშირად არის ჩართული საკანონმდებლო რეფორმებში და რეგულარულად გასცემს კონსულტანციებს დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წინაშე წამოჭრილ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქაციაში ანაკლიას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის იურდიული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში UK Law Society აქტიურად იქნება ჩართული. ანაკლიის იურიდიული გარემო უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო ბიზნესის საუკეთესო სტანდარტებზე, უნდა უზრუნველყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და მოქნილი იურიდიული ჩარჩო, რომელიც კომპანიებს საშუალებას მიცემს გრძელვადიანი გათვლების გაკეთებას და შეუქმნის მათ სტაბილურობის განცდას. ასევე UK Law Society ჩართული იქნება ანაკლიის კორპორატიული მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რათა შემუშავებულ იქნას თანამედროვე, დაბალანსებული მმართველობითი ორგანოები, რომელბიც უზრუნველყოფს ანაკლიის სწორ და მდგრად განვითარებას.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ UK Law Society-სთან და ისინი იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის იურიდიული გარემოს ჩამოყალიბებაში. ჩვენი იურდიული გარემო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული უნდა იყოს და მულტინაციონალურ კომპანიებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიოს. ჩვენ მათთან ერთად ასევე ვიმუშავებთ იმ კანონმდებლობის განვითარებაზე, რომელიც მოიზიდავს როგორც საწარმოო და ინდუსტრიულ, ასევე სერვისის ინდუსტრიაში მომუშავე სხვადასხვა დიდ მულტინაციონალურ კომპანიებს . რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშნველობა აქვს ამ პროცესში ანაკლიის პორტს და საზღვაო კანონმდებლობას, რომელიც შეიძლება გახდებს ამ ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. “, – განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
„მოხარულები ვართ, რომ ხელს ვაწერთ „ანაკლია სითისთან“ თანამშრომლობას და ვიწყებთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას, რომელიც არა მხოლოდ ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის დაცვა- გაძლიერებასაც დაეხმარება. ინგლისისა და უელსის იურისტთა საზოგადოება სიამოვნებით გაუზიარებს ქართველ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურებს მათთან თანამშრომლობას ,“ – განაცხადა UK Law Society -ს ვიცე პრეზიდენტმა დევიდ გრინმა.
აღსანიშნავია, რომ UK Law Society აქტიურად იყო ჩართული ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შექმნაში. აღნიშნული პროექტი საინტერესოა იმითაც, რომ ის აქტიურად თანამშრომლობს დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან და პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანული სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული კომერციული სასამართლოების შექმნა პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოხდა.