ანაკლიის ქალაქგანვითარებით კონცეფციაზე წამყვანი ბრიტანული კომპანია იმუშავებს

23.02.2018

Scroll down

23 თებერვალს “ანაკლია სითისა“ და წამყვან ბრიტანულ კომპანია BuroHappold Engineering-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას  მოეწერა ხელი.   ბრიტანული კომპანია „ანაკლია სითიმ“ საერთაშორისო ტენდერში გამოავლინა, რომელიც “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” შესადგენად მიმდინარეობდა.

 

ღონისძიებაზე  “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” კვლევის პროცესი და მისი სამომავლო შედეგებიც განიხილეს. ბრიტანულმა კომპანიამ საკუთარი გამოცდილება წარმოადგინა.

 

BuroHappold Engineering-ის წარმომადგენლებმა  საქართველოში წინასწარი მოკვლევა ჩაატარეს.. სამთავრობო უწყებებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიას ესტუმრნენ. „ანაკლია სითის“ მენეჯმენტთან ერთად, ექსპერტებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო ტერიტორია, მიმდინარე სამუშოები და და ქალაქ ანაკლიის ტერიტორია მოინახულეს.

 

„გვქონდა უნიკალური შანსი, დავრწმუნებულიყავით იმ მასშტაბებსა და ტემპში, რასაც ეს შესანიშნავი პროექტი მოიცავს. ვფიქრობთ ის უდიდეს წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტის ეკონომიკური ზონის კვლევაზე, ინდუსტრიული და ლოგისტიკური მიმართლებებით. ასევე ვკონცენტრირდებით ქალაქის ინტეგრირებულ გენერალურ გეგმაზე რომელშიც ჩართული იქნება ტურიზმი, ბიზნესთა გარემოსა და სხვა დამატებითი ღირებულების მომტანი ფაქტორები”, – განაცხადა პროექტის დირექტორმა რობერტ ვინტერჰეგერმა, ადგილობრივი ქალაქების პროექტების ჯგუფის დირექტორმა.

 

„ ქალაქი ანაკლია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება და ის რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრი გახდება. აქ განვითარდება ინდუსტრიული პარკი და სხვადასხვა მიმართლება. მოხარული ვართ რომ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან გვექნება მუშაობის საშუალება. აღნიშნული კვლევა 6 თვეში უნდა მომზადდეს და პერიოდულად „ანაკლია სითი“ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განაგრძობს შეხვედრებს და კონცეფციის განხილვას“, – განაცხადა “ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

 

BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.