ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და ჩინურმა პორტმა ლიენიუნგანგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს  

11.05.2018

Scroll down

 

 

უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანიის “კოსკო შიფინგ ლაინზის“ დელეგაცია ანაკლიას სტუმრობს   

 

 

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ აბრეშუმის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინური პორტის ლიენიუნგანგის და მულტინაციონალური კორპორაციის „კოსკო შიფინგ ლაინზის“ მენეჯმენტს უმასპინძლა და მათთან მოლაპარაკებები გამართა.

 

 

„კოსკო შიპინგ ლაინზის“ წარმომადგენლები ანაკლიასაც ესტურმნენ, სადაც პორტის ტერიტორიას და შესრულებულ სამუშოებს დეტალურად გაეცნენ.

 

 

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ლიენიუნგანგის პორტმა კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და ლიენიუნგანგის პორტის ჰოლდინგის პრეზიდენტმა ჭუ სიანგიანმა.ლიენიუნგანგის პორტი აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს და ის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია. 2020 წლისთვის ლიენიუანგანის პორტში საკონტეინერო ტვირთნაკადის 120 მილიონ ტონამდე ზრდას ელიან.

 

 

 

„ანაკლია  მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონში ტვირთნაკადის გაზრდის მიმართულებით. პორტ ლიენიუნგანგისთვის იგი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება და ჩვენ თანამშრომლობის დიდი სურვილით ჩამოვედით. გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ ორივე მხარის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პორტებს შორის სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებს. ლიენიუნგანგი ასევე აკვირდება ანაკლიაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას“, – განაცხადა შეხვედრაზე ლიენიუნგანგის პორტის პრეზიდენტმა ჭუ სიანგიანმა.

 

 

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პროექტის დეტალები გააცნო და მოლაპარაკებები გამართა „კოსკო შიფინგ ლაინზის“ მენეჯმენტის ჯგუფთანაც, რომელსაც კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უმასპინძლა. „კოსკო შიფინგ ლაინზი“, რომლის სათავო ოფისიც შანხაიში მდებარეობს, საკონტეინერო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე სპეციალიზდება.  „კოსკო შიფინგ ლაინზი“, რომლის სათავო ოფისიც შანხაიში მდებარეობს, საკონტეინერო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე სპეციალიზდება.  2017 წელს კომპანიის სერვისებმა 355 მარშრუტი და 267 პორტი მოიცვა და მისი გამტარუნარიანობა 1 800 000 TEU-ს შეადგენდა.

 

 

 

 

საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან  საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილიც შეხვდა და ქვეყნის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პოტენციალი დეტალურად გააცნო. შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მინიშვნელობას შუა დერეფნის განვითარებისათვის.