ანაკლიელები ანაკლიის განვითარებისთვის

16.05.2018

Scroll down

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვაზე მუშობის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

 

 

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გაცნობა, ერთობლივი მუშაობა და იდეების გენერირება ანაკლიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ. სამუშო შეხვედრაში სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ანაკლიელები მონაწილეობდნენ.

 

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიელების აქტიური ჩართულობა, სწორედ ანაკლიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის შესამუშავებლად. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. შეხვედრისთვის ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა პროფესიის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები, რათა ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანისთვის მოგვესმინა. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სამუშაო შეხვედრის დროს ერთ-ერთ გასავითარებელ მთავარ მიმართულებად განათლება დასახელდა და ეს ძალიან მნიშნელოვანია“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერმა, თამარ ზაქარიაძემ.

 

 

მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან გაგრძელდება. ანაკლიის მაცხოვრებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.