“აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი“ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა

13.04.2018

Scroll down

“აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი“ (AIIB) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს განიხილავს, – აღნიშნული საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და AIIB-ის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ბანკის სათავო ოფისში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს.

ბანკის პრეზიდენტთან ძინ ლიცუნთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის პორტის საკითხზე.
აღინიშნა, რომ ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი უკვე სწავლობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. მათ მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საკითხს ბანკის მმართველთა საბჭო განიხილავს და დაამტკიცებს.