ADC-ი და USAID-ის პროექტი ზრდა ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის

10.09.2018

Scroll down

თბილისიორშაბათს, 10 სექტემბერს,10:30-ზე  „ანკალიის განვითარების კონსორიცუმის“ (ADC) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის პროექტის „ზრდა“ – ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ADC-ი და USAID-ის პროექტი „ზრდა“ განახორციელებენ 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ანაკლია/ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ADC-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

 

ახალი პროექტი სამ მთავარ მიმართულებაზე ფოკუსირდება: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც  ანაკლიის პორტის, ისე სხვა სამუშაო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობისთვის; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა. პროექტში USAID-ის პროექტი „ზრდა“ 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ახორციელებს, ისევე, როგორც მასში 1 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით მონაწილეობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“.

 

 

 

 

USAID-ის მისიის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, „ეს პარტნიორობა განასახიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ჩართულობას საქართველოს რეგიონის გაძლიერებაში. ის ასევე წარმოადგენს ჩვენს განზრახვას, კერძო სექტორთან ერთად  ჩავერთოთ ჩვენი ერთობლივი მიზნების მისაღწევად. მოხარულნი ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთი გამორჩეული ხედვისა და ამბიციის მქონე ქართულ-ამერიკულ კერძო პარტნიორებთან, როგორებიც არიან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წევრები. საერთაშორისო დონორები და მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის საფუძველის ჩაყრაზე მუშაობენ, ხოლო კერძო სექტორის ჩართულობა მის მდგრადობას და ხანგრძლივობას უზრუნველყოფს“.

 

ADC-ის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ანაკლიელების და რეგიონის ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობა, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყების დღიდან, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სურვილი და მიზანია. მოხარულნი ვართ, რომ ამ ახალი, მნიშვნელოვანი პროექტით და USAID-ის პროექტ “ზრდასთან“ პარტნიორობით, ჩვენ ამ მისიას  მასშტაბურად განვახორციელებთ. მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ს და აშშ-ის მთავრობას ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ჩართვისათვის და მთლიანობაში, ანაკლიის განვითარებასა და ჩვენი პროექტის მხარდაჭერისთვის“.

 

 

 

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიისა და მეზობელ სოფლებს ასევე დაეხმარება, მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სთავაზობს. ანაკლიის პორტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების  პროექტს ქართულ-ამერიკული კონსორციუმი ავითარებს. ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მოიაზრება, როგორც საქართველოს შესაძლებოლბა ,გახდეს რეგიონული და ეკონომიკური კვანძი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორი აზიასა და ევროპას შორის. ღრმაწყლოვანი პორტი პირველი ფაზის დასრულება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება, ეს პერიოდია გათვალისწინებული USAID-ის პროექტ „ზრდისა“ და ADC-ის ერთობლივი პროგრამის განავითარებისთვისაც.

 

 

 

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ: ADC-ი არის ქართულ ამერიკული კონსორციუმი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხედვაა, ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მისი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და ჩინეთს შორის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიზნად ისახავს ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარჯების შემცირებას, რომელიც  ადგილობრივად და მთელ რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობაა. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ADC-ი მიზნად ისახავს ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის; http://anakliadevelopment.com/

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.  პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება.   USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge