მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერია

21.03.2019

Scroll down

21 მარტს, 14:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samho Heavy Industries-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და Hyundai Samho Heavy Industries-ის ვიცე-პრეზიდენტმა იუნგ ჰო იომ.

უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI დაამონტაჟებს.

ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები – საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM უძღვებოდნენ. ტენდერის საბოლოო ეტაპზე 4 წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან.

HSHI მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. მის პროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე, სანავსადგურო სფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს